ვარძია–გოგაშენის დამაკავშირებელი დამეწყრილი გზის 45 მეტრიანი მონაკვეთის გასაწმენდად 150 000 ლარამდე დაიხარჯება. თანხას ფინანსთა სამინისტრო გამოყოფს. „ფინანსთა სამინისტროსგან თანხის ჩარიცხვას ველოდებით, შემდეგ შევარჩევთ კომპანიას, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს დაიწყებს“, – აცხადებს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო რწმუნებულის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი. რაც შეეხება, დამეწყრილ გზაზე საყრდენი კედლის მოწყობას, სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გზის გაწმენდის შემდეგ დაიწყება საპროექტო დოკუმენტების მომზადება. თანხის მოძიებისთვის კი მთავრობას მიმართავენ. ვარძია–გოგაშენის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერი 13 მაისის ღამეს ჩამოწვა. კლდის და მიწის მასამ გზის 45 მეტრიანი მონაკვეთი დაფარა. დამეწყრილი ტერიტორია გეოლოგებმა 18 მაისს შეისწავლეს. დასკვნის მიხედვით, გზა აღდგენას ექვემდებარება და გოგაშენი–ვარძიის სხვა ტერიტორიაზე მეწყერის განვითარების საშიშროება არ არსებობს, თუმცა მსგავსი პროცესების თავიდან ასარიდებლად, აღნიშნულ გზაზე საყრდენი კედლები მოეწყობა.
ვარძია–გოგაშენის გზის გაწმენდას ფინანსთა სამინისტრო დააფინანსებს camera iphone 8 plus apk
Không có nhận xét nào:
Đăng nhận xét